ნიჭმა, ენერგიამ, სიბეჯითემ და სწავლისადმი უკომპრომისო ლტოლვამ, მოვალეობის მაღალმა შეგნებამ და სისპეტაკემ ექვთიმე თაყაიშვილი წარმოაჩინეს დიდ ქართველ მეცნიერად და უკვდავი სახელის საზოგადო მოღვაწედ, საკუთარი, სხვა ხალხისა და მათი ისტორიების დამფასებლად.
,,უფრო ადვილია იყო დიდი მეცნიერი, ვიდრე დიდი ადამიანი“- ექვთიმე თაყაიშვილის პიროვნებაში განუყოფელი იყო ეს ორი მხარე . ერთი შეხედვით, ამ უბრალო კაცს მომზიდველს ხდიდა სიდარბაისლე, სათნო თვალები, ენამოსწრებულება და მეტყველებაში გურული კილო-კავი.
პროექტის სახელწოდება.: ,,მორალური ადამიანი უფრო დიდია, ვიდრე ბრძენი ადამიანი“.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა დღევანდელი გადასახედიდან შეაფასონ დიდი პატრიოტის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.
პროექტის მნიშვნელობა, აქტუალობა: მოსწავლეები განავითარებენ ინფორმაციის მოძიებისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს. აღწერენ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის ორმოც-ორმოცდაათიანი წლების ისტორიულ-პოლიტიკურ ვითარებას . ისაუბრონ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცნობილ და უცნობ ფაქტებზე.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები მომოიძიებენ და დაამუსავებენ მოხსენების გეგმას და დაწერენ შესაბამისი სტრატეგიის მიხედვით.
პროექტის შედეგები: აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელ ხერხებს . კითხულობს ექვთომე თაყაიშვილის პუბლიცისტურ წერილებს, სამეცნიერო ლიტერატურას და გამოთქვამს დამოკიდებულებას.
მონაწილეთა ასაკი: 12 წლის.
ვადები: 7 დღე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტ. საშუალებები. ფორმატი. ბიბლიოთეკა. სურათები.
სასწავლო პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. ვისაუბრებთ: ექვთიმე თაყაიშვილის ბავშვაბა-განათლებაზე გიმნაზიასა და უნივერსიტეტში.
აქტივობა 2. მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და იმუშავებენ შემდეგი მიმართულებით:
1. საქარათველოს ისტორიულ-პოლიტიკური ვითარება.
2. ექვთიმე-ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი ფილოლოგი, ფოლკლორისტი.
3. საზღვარგარეთ და ისევ სამშობლოსი.
4. ეროვნული საუნჯის ქომაგი.
აქტივობა 3. ჯგუფის წევრები გაინაწილებენ მოვალეობებს, აირჩევენ პასუხისმგებელ პირს და გეგმავენ, ვინ რა უნდა შეასრულოს.
აქტივობა 4. ჯგუფის წევრები მოძიებულ მასალას გაუზიარებენ ერთმანეთს და წარმოადგენენ პროექტს , გამოიყენებენ თვალსაჩინოებებს.
აქტივობა 5. მოსწავლეები ანგარიშის სახით შეაფასებენ საკუთარი ჯგუფის მუშაობას, მასწავლებელი კი- შეფასების რუბლიკით.
შეფასების საგანი და პროცედურები: შეფასდებიან შემდეგი აქტივობებით: დავალების მიზნის გაცნობიერება, მასალის შეგროვება, დამუსავება, ენობრივ-გრამატიკული ნორმების დაცვა, შემოქმედობითობა, ორიგინალურობა და ჯგუფური მუშაობა.
საგნებთან კავშირი: ქართული, გეოგრაფია-ისტორია და ისტ-ი.
პროექტის ხელმძღვანელი: ანა ზოიძე.
No comments:
Post a Comment