გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
,,მიწის ყივილი’’
|
საგანი/პედაგოგი
|
ქართული ენა და ლიტერატურა/ანა ზოიძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო საფეხური/მეშვიდე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
8 მოსწავლე/განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მოსწავლეები კლასში არ არიან
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ü მოსწავლეებს უვითარდება ინფორმაციისა და გმირისდახასიათების უნარ-ჩვევები.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
ü გააზრებული კითხვის, წარმოსახვისა და მსჯელობის უნარის განვითარება.
ü მოსწავლეები შეძლებენ ვარაუდის გამოთქმას ტექსტის სათაურსა და მნიშვნელობაზე დაყრდნობით, ტექსტის გააზრებულ კითხვას, გმირის სულიერი მდგომარეობის ამოცნობას დეტალებზე დაყრდნობით და სასვენი ნიშნების ფუნქციის ახსნას
|
წინარე ცოდნა
|
ვთხოვ მოსწავლეებს, გაიხსენონ მხატვრულინაწარმოებები, ფილმები, ცხოვრებისეული ამბები, რომლებიც სამშობლოდან წასული ადამიანის განცდები და ფიქრები ჩანს.
|
შეფასების სქემა და კრიტერიუმები
|
1. შეფასდება მსჯელობის უნარი და აქტიურობა დაკვირვებით.
2. შეფასდება გააზრებული კითხვისა და წარმოსახვის უნარი დაკვირვებითა და ჩანიშვნებით,
3. შეფასდება მხატვრული დეტალებითა დასასვენი ნიშნების ფუნქციის ახსნისა და დასაბუთების უნარი დაკვირვებიტა და ჩანიშვნებით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელძღვანელო; ფურცლები, კალამი; სურათები.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მისალმება. კლასის ორგანიზება.[1წთ]
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 _ მოსწავლეებს მივმართავ კითხვით: რა ასოციაციებს იწვევს თქვენში სიტყვა ,,ემიგრანტი“?
მოსწავლეთა პასუხების საფუძველზე კეთდება ასოციაციური რუკა
[მუშაობა მთელ კლასთან] 5წთ
ვაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემასა და იდეას. საგანგებოდ ვუსვამ ხაზს ნაწარმოების სათაურს.
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2_ ტექსტის კითხვა [მუშაობა მთელ კლასთან] 5წთ
მოსწავლეები კითხულობენ ,,მიწის ყივილის“ პირველ მონაკვეთს.
აქტივობა 3 _ ორგანიზება: ინდივიდუალური [5 წთ]
ü მოსწავლეებს ვაძლევ შემდეგ შეკითხვებს: ვინ არის ამ ნაწარმოების ავტორი? მთხრობელი?
ü რომელ პირშია გადმოცემული თხრობა?
ü რა გეცნაურათ მოხუცის საქციელში და რით შეიძლება აიხსნას მისი ეს უცნაური საქციელი?
ü თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
აქტივობა 4 _ [ მუშაობამთელ კლასთან] 5წთ
მოსწავლეები კითხულობენ ,,მიწის ყივილის“ მეორე მონაკვეთს.
აქტივობა 5_ [ინდივიდუალური] 7 წთ
მივმართავ მოსწავლეებს შეკითხვებით>
ü რა გამართლდა თქვენი ვარაუდებიდან?
ü ავტორი მოხუცზე წერს: ,,რომ დამინახა, წამოდგა და ცალი ხელით კარებს მოეჭიდა, თითქოს გასაქცევად ნოემსადაო“-როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება გაურბოდეს ახალგაზრდასთან შეხვედრას მოხუცი?
ü ვთხოვ მოსწავლეებს, ტექსტის ამმონაკვეთში მონახონ ადგილი, რომელშიც მთხრობელის მიმართ მოხუცის დამოკიდებულება ჩანს და ვუსვამ მათ შეკითხვას: რატომ გაუჩნდა უცნობი ადამიანის მიმართ მოხუცს ასეთი დამოკიდებულება?
ü მონახეთ ტექსტში ადგილები, სადაც მოხუცის სულიერი მდგომარეობა ჩანს. რა სახელს დაარქმევდით ამ მდგომარეობას ?
აქტივობა 6 _ [მუშაობა მთელ კლასთან] 5 წთ
მოსწავლეები აგრძელებენ ტექსტის კითხვას.
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა 7 _ [ინდივიდუალური] 5წთ
მივმართავ მოსწავლეებს შეკითხვებით;
ü გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი მოხუცის უცნაური საქციელის ახსნასთან დაკავშირებით?
ü რატომ არ გაუჟღავნა თავიდანვე საკუთარი ვინაობა მოხუცმა ახალგაზრდას?
ü ვინ გახსნის გაბალღებული მოხუცის იდუმალებას/
ü ვთხოვ მოსწავლეებს, თუ რომელი სასვენი ნიშნები ჭარბობს მოხუცის რემარკებში?-მოსწავლეები ადვილად აღმოაჩენენ, რომ ეს არის ძახილის ნიშანი და ....
ü მოსწავლეები ცდილობენ, ახსნან მათი ფუნქცია მოსწავლეები აღმოაჩენენ, როგორი დანაწევრებულია მოხუცის მეტყველება, ხშირია პაუზები, თითქოს პერსონაჟი წვალებით, გონების დაძაბვით დიდი სულიერი მღელვარებოს ფასად რაღაცას იხსენებს.
[მუშაობა მთელ კლასთან] 5წთ
|
No comments:
Post a Comment